15:07 | 2020-04-03 ავტორი: ნინი ტაველიძე

ასეთ რთულ ვითარებაში, ჩვენი გუნდის სოლიდარობა ყველაზე ადეკვატური პასუხია – ლევან დავითაშვილი

ასეთ რთულ ვითარებაში, ჩვენი გუნდის სოლიდარობა ყველაზე ადეკვატური პასუხია – ლევან დავითაშვილი

მთავრობა სრულად უერთდება იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდში მიიღეს და პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უჭერს მხარს, ეს მისი მყარი პოზიცია იყო, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითშვილმა განაცხადა.

 

„როდესაც ქვეყანა ასეთ რთულ ვითარებაშია, ასეთი გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი გუნდის სოლიდარობა არის ყველაზე მყისიერი და ყველაზე ადეკვატური პასუხი.

 

ჩვენ რამდენიმე თვის შემოსავალის, ჩვენი ხელფასის ნაწილს სოლიდარობის ფონდში გადავრიცხავთ.

 

მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სოლიდარობის საყოველთაო კამპანია დაიწყოს.

 

ეს იქნება საყოველთაო საზოგადოებრივი აქტივობა, რომელსაც გაიზიარებს ბევრი ჩვენი თანამოქალაქე.

 

სოლიდარობა და საზოგადოების კონსოლიდაცია არის ყველაზე სწორი პასუხი.

 

ჩვენ ვიცით, რომ რთულ ვითარებაში ერთმანეთის გვერდში დგომა და განსაკუთრებული მხარდაჭერა არის ის, რითიც ბევრ გამოწვევას გავუმკლავდით და ამას არაერთი ისტორიული ფაქტიც ადასტურებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები, მომდევნო სამი თვის ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.

 

ასევე, დღეს დილით გახდა ცნობილი საქართველოში 14 ახალი ინფიცირებულის შესახებ.

 

ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 148-ს შეადგენს. 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

X