10:17 | 2020-10-08 ავტორი: Prime Time

ასეთ თამაშში მონაწილეობაზე ყველა ვოცნებობდით! გააკეთეთ ყველას გასაკეთებელი! – შოთა არველაძე ფეხბურთელებს მიმართავს

ასეთ თამაშში მონაწილეობაზე ყველა ვოცნებობდით! გააკეთეთ ყველას გასაკეთებელი! – შოთა არველაძე ფეხბურთელებს მიმართავს

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე ქართველ ფეხბურთელებს ამხნევებს და მიმართავს:

 

„ბიჭებო, ასეთ თამაშში მონაწილეობაზე ყველა ვოცნებობდით. ბელარუსის დამარცხება იქნება თითოეული იმ ფეხბურთელის, მწვრთნელის და თანამშრომლის გამარჯვება, ვინც მთელი ამ პერიოდის მანძილზე ნაკრებში თამაშობდა და მუშაობდა.

 

მიწერე შენს გუნდს - გაამხნევე საქართველოს ნაკრები!
2020-10-08მიწერე შენს გუნდს - გაამხნევე საქართველოს ნაკრები!

 

თქვენ გაქვთ საუკეთესო შანსი, გააკეთოთ ყველას გასაკეთებელი და გვაჩუქოთ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვება. უკეთესი გუნდი ვართ და ყველას უნდა დავანახოთ, როგორ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში. წარმატებები საქართველო!“, – წერს შოთა არველაძე Facebook-ში.

 

შეგახსენებთ, დღეს 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ ერთმანეთს საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრები დაუპირისპირდება.

 

მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

ავტორი: Prime Time

X