23:12 | 2020-04-09 ავტორი: თამთა თორდია

ასეთებს წლების განმავლობაში შავი ჭირის დროს იყენებდნენ – პაატა იმნაძე ქართულ პირბადეებზე

ასეთებს წლების განმავლობაში შავი ჭირის დროს იყენებდნენ – პაატა იმნაძე ქართულ პირბადეებზე

წლების განმავლობაში შავი ჭირის დროს სწორედ ისეთ პირბადეებს იყენებდნენ, როგორიც ქართული წარმოების პირბადეებია – ამის შესახებ პაატა იმნაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.

 

„ცუდია, რომ ესეც ასახსნელი გახდა. წლების განმავლობაში, შავი ჭირის დროს სწორედ ისეთ პირბადეებს ვიყენებდით. ერთჯერადი პირბადეები საერთოდ არ არსებობდა.

 

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები წაიკითხონ“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

ცნობისთვის, სააფთიაქო ქსელებში ქართული წარმოების პირბადეები უკვე იყიდება. ერთი პირბადის ფასი 50 თეთრია.

ავტორი: თამთა თორდია

X