
“ასეთი ადამიანის გადარჩენა ნამდვილად სასწაულია”,- ამის შესახებ ბათუმის ტრაგედიის დროს ერთადერთი გადარჩენილის, ზვიად თავდგირიძის ბაბუამ, ქირურგმა აკაკი ბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზურაბ თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.
„დღეისთვის, ჩემი შვილიშვილის მდგომარეობა უკეთესია – ყოველდღიურად უმჯობესდება.
მოვინახულე, ერთად გავაკეთეთ შეხვევა, ექსტუბაციასაც (ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნა) ვესწრებოდი.
ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით. ჯანდაცვის სისტემის, ჩემი კოლეგების, ბათუმისა და თბილისის ექიმების მიერ გადარჩა, თორემ, 11 საათი ვერტიკალურ მდგომარეობაში გაძლება რთულია. ასეთი ადამიანის გადარჩენა ნამდვილად სასწაულია“, – აღნიშნავს აკაკი ბერიძე.
26 მაისის ქუჩაზე, 8 ოქტომბრის ტრაგედიას სულ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან სამი არასრულწლოვანია. ამ დრომდე საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას 37 წლის ზვიად თავდგირიძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს დასტაბილურდა.
საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო სულ სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირებისა და დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.
ასევე დაგაინტერესებთ:






















