01:31 | 2020-05-19 ავტორი: Prime Time

ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად ზურაბიშვილს პოლიტიკური წონა არ აქვს – ზურა ჯაფარიძე

ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად ზურაბიშვილს პოლიტიკური წონა არ აქვს – ზურა ჯაფარიძე

„გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიიღო.

 

ამის შესახებ ჯაფარიძემ აჭარის ტელევიზიაზე, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა თავისუფალ სივრცეში განაცხადა.

 

მისივე თქმით, ზურაბიშვილს არ აქვს ისეთი პოლიტიკური კაპიტალი, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად მიიღოს.

 

„სალომე ზურაბიშვილს არ გააჩნია არანაირი პოლიტიკური კაპიტალი. რაც ჰქონდა ისიც გაანიავა. ხელისუფლებაში ეს ადამიანი არის „ქართული ოცნების“ მიერ მოყვანილი. როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები იყო, ისე გაუჭირდა ზურაბიშვილს, რომ მისი სურათები ჩამოხსნეს ბილბორდებიდან და საკუთარი ფოტოები გამოაკრეს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის. მას არ აქვს არანაირი პოლიტიკური წონა და ის თავიდან ბოლომდე არის ივანიშვილის მიერ დასმული ადამიანი. რა სურათებიც არ უნდა დადგან და რაც არ უნდა ხატონ, რომ თითქოს ის არის დამოუკიდებელი მოთამაშე, დგას პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა და ზეპარტიული ქვეყნის ლიდერია, ეს ყველაფერი მაინც არის თამაში, როგორც ჩემი გადმოსახედიდან, ისე ჩვენი დასავლელი პარტნიორების გადმოსახედიდანაც“, – ამბობს ზურა ჯაფარიძე.

 

პარტია „გირჩის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს არ სჯერა რომ სალომე ზურაბიშვილმა ერთპიროვნულად მიიღო გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება. – ამის შესახებ მან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.

Gepostet von აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი am Montag, 18. Mai 2020

ავტორი: Prime Time

X