
“საქართველოში ამ დროისთვის მესამე, ბუსტერული ვაქცინით ვაქცინაციის არც პირობა და არც პროტოკოლით დაშვებული ნორმა არ გვაქვს” – ამის შესახებ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა. მან მოქალაქეებს მოუწოდა, ნუ შეეცდებიან მესამე დოზისთვის რეგისტრაციას.
“საქართველოში ვაქცინაციის პროტოკოლით მხოლოდ დაშვებულია ერთი და იგივე ვაქცინით ორჯერადი ვაქცინაცია (იშვიათი გამონაკლისების გარდა). აგრეთვე, დადგენილი წესების მიხედვით, ბუსტერული (მესამე) დოზის დამატების წესი ჩვენს ქვეყანაში არ მოქმედებს.
ძალიან დიდი თხოვნაა სისტემის გადატვირთულობიდან გამომდინარე, ასეთი კატეგორიის ადამიანები ნუ შეეცდებით რეგისტრაციას, რადგან მაქსიმუმ 24 საათში თქვენ მაინც მოგივათ ვაქცინაციაზე უარყოფის მოკლე ტექსტური შეტყობინება”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
დაგაინტერესებთ:






















