
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 230 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 399 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 230 შემთხვევა, აჭარა – 22, იმერეთი – 48, ქვემო ქართლი – 23, შიდა ქართლი – 17, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 20, კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 991, საიდანაც: 1 515 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 770, აჭარაში – 168, იმერეთში – 276“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 279,027 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 271,278, გარდაიცვალა 3,732 პაციენტი






















