10:59 | 2021-07-16 ავტორი: თეონა ყაჭიური

აშშ ღრმად არის შეშფოთებული!.. – სახელმწიფო მდივანმა საქართველოს შესახებ „ტვიტერზე“ დაწერა

აშშ ღრმად არის შეშფოთებული!.. – სახელმწიფო მდივანმა საქართველოს შესახებ „ტვიტერზე“ დაწერა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დანიშვნას ეხმაურება.

 

როგორც სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, აშშ ღრმად არის შეშფოთებული ამ ფაქტის გამო.

 

„შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს პარლამენტის მიერ 19 აპრილის შეთანხმების დარღვევით უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების გამო. ამბიციური სასამართლო რეფორმა კრიტიკულად გადამწყვეტია საქართველოს წარმატებისთვის“,- ამბობს სახელმწიფო მდივანი.

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X