
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა სკოლების გახსნის შესახებ ახალი რეკომენდაციები გასცა. ამის შეასხებ უცხოური მედია წერს.
რეკომენდაციების მიხედვით, კოვიდ 19-ის გავრცელების შემცირების ძირითადი სტრატეგია პირბადეების ტარება და ფიზიკური დისტანციის დაცვაა.
„ვთვლით, რომ თუკი ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტრატეგიების დაცვა მოხდება, სკოლებში ვირუსის გავრცელება შემცირდება და შეჩერდება,” – განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი სკოლებს გახსნას არ ავალდებულებს, თუმცა გახსნის შემთხვევაში შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.
განახლებული სახელმძღვანელო მას შემდეგ გამოვიდა, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში უფრო მეტ სკოლას იხილავს გახსნილს. სკოლის გახსნა გახდა ძლიერი პოლიტიკური ბრძოლის მიზეზი მშობლებსა და პედაგოგებს შორის. ვაშინგტონში, რესპუბლიკელებმა ეს თემა იმაში გამოიყენეს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მასწავლებელთა პროფკავშირების ზეწოლაზე დაადანაშაულეს.























