
აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეების გადაადგილებას მათი სმარტფონების საშუალებით აკვირდება. ამის თაობაზე გამოცემა The Wall Street Journal -ი წერს.
გამოცემის ცნობით, ამერიკელების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ხელისუფლება არა მობილური კავშირის ოპერატორებისგან, არამედ მობილურ აპლიკაციებში განთავსებული სარეკლამო განცხადებების მეშვეობით იღებს. ეს ინფორმაცია პერსონიფიცირებული არაა და მხოლოდ ადამიანის გადაადგილების მარშრუტს შეიცავს.
ადამიანების გადაადგილებაზე კონტროლი აშშ-ის 500 უმსხვილეს ქალაქში მიმდინარეობს.






















