
ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი, მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა თვითიზოლაციაში იმყოება.
როგორც CNN-ი წერს, ფაუჩი ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტშიც ივლის, სადაც ასევე იზოლაციაში იქნება. კორონავირუსზე ტესტირება კი ყოველდღიურად ჩაუტარდება.
ცნობისთვის, 8 მაისს კორონავირუსი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის პრესსამსახურის წარმომადგენელს დაუდასტურდა.






















