08:13 | 2022-01-04 ავტორი: სალომე ნეფარიძე

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ 12-დან 15 წლამდე ბავშვებში „ფაიზერის“ “ბუსტერ” დოზის გამოყენების ნებართვა გასცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ 12-დან 15 წლამდე ბავშვებში „ფაიზერის“ “ბუსტერ” დოზის გამოყენების ნებართვა გასცა

აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ „ფაიზერის“ COVID-19 ვაქცინის მესამე დოზის 12-დან 15 წლამდე ასაკის გამოყენება დაამტკიცა და გამაძლიერებელი დოზის ინტერვალი ექვსიდან ხუთ თვემდე შეამცირა.

 

სააგენტომ ასევე დაუშვა მესამე დოზა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებსავ სუსტი იმუნიტეტი აქვთ.

 

მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილებები COVID-19-ის შემთხვევების ზრდას ვირუსის Omicron ვარიანტის გავრცელების ფონზე მოჰყვა.

 

„FDA-ს მიერ მონაცემების შეფასების საფუძველზე, ამჟამად ავტორიზებული ვაქცინების „ბუსტერ“ დოზა უზრუნვეყოფს უკეთეს დაცვას როგორც „დელტას“, ასევე „ომიკრონის“ ვარიანტებისგან“, -განაცხადა FDA-ს ბიოლოგიური შეფასებისა და კვლევის ცენტრის დირექტორმა.

 

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მრჩეველთა პანელი ცვლილებების განსახილველად ოთხშაბათს შეიკრიბება.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X