
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის უფრო მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყანაში.
აშშ-მა კორონავირუსით ჩინეთსა და იტალიას გადაუსწრო და ამჟამად 85,500-ზე მეტი დაინფიცირებული დაფიქსირდა, ამათგან 1100- ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
კითხვაზე, რატომ გამოვლინდა აშშ-ში კოვიდ-19-ის უფრო მეტი შემთხვევა, ვიდრე ჩინეთში, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრი სახლი პეკინის მიერ გამოქვეყნებული ციფრების არ სჯერა. „თქვენ არ იცით, რა რიცხვია ჩინეთში“, – აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ ასეთი რაოდენობის დადასტურებული შემთხვევის გამოვლენა ეს ჯანდაცვის სისტემის დამსახურებაა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს






















