12:48 | 2021-10-18 ავტორი: Prime Time

აშშ-ს CDC: არავაქცინირებულ პირებში კორონავირუსით გარდაცვალების რისკი 11-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებში

აშშ-ს CDC: არავაქცინირებულ პირებში კორონავირუსით გარდაცვალების რისკი 11-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებში

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, არავაქცინირებულ პირებში კორონავირუსით გარდაცვალების რისკი 11-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებში.

 

ინფორმაციას ამის შესახებ The Hill-ი ავრცელებს.

 

კვლევამ ასევე აჩვენა,რომ არავაქცინირებულ პირებს ინფიცირების რისკი 6-ჯერ უფრო მეტი აქვთ, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებს.

 

კვლევა ჯანდაცვის 16 დეპარტამენტის მონაცემებს ეყრდნობა, რაც აშშ-ის მოსახლეობის 30%-ს შეადგენს.

 

უწყებაში აღნიშნავენ, რომ კვლევის შედეგები ხაზს უსვამს იმას, რომ ვაქცინა სიკვდილისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ დაცვას უზრუნველყოფს.

 

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X