10:23 | 2020-04-23 ავტორი: სალომე ნეფარიძე

აშშ-ში 2 კატას კორონავირუსი​ დაუდასტურდა 

აშშ-ში 2 კატას კორონავირუსი​ დაუდასტურდა 

ნიუ-იორკის შტატში ორ კატას ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ The Guardian-წერს.

 

გამოცემა წერს, რომ ცხოველებს რესპირატორული დაავადების მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ.

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ეს ქვეყანაში შინაური ცხოველის COVID 19-ით ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევაა.

 

ცნობისთვის: ნიუ-იორკში ახალი კორონავირუსი 6 აპრილს ბრონქსის ზოოპარკში ვეფხვს დაუფიქსირდა. 

 

ვეფხვს გამოკვლევა მას შემდეგ ჩაუტარეს, რაც მასსა და ზოოპარკის კიდევ ხუთ ბინადარ ვეფხვსა და ლომს ვირუსისითვის დამახასიათებელი სიმპტომები დაეწყოთ და ცხოველებს მადა დაუქვეითდათ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X