
აშშ-ში 5 წლის ბავშვმა ტყეში დატენილი იარაღი იპოვა და შემთხვევით თავისი ძმა მოკლა. შემთხვევა ჯორჯიას შტატში მოხდა. ამის შესახებ CNN-წერს.
ძმები სახლის უკან ეზოში თამაშობდნენ და სახლთან ახლოს ტყეში წასვლა გადაწყვიტეს.
ერთ-ერთმა იქ იარაღი იპოვო, რომელიც სათამაშო ეგონა და ხუმრობით 12 წლის ძმას დაუმიზნა.
ტყვია მოზარდს პირდაპირ გულში მოხვდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე საათში გარდაიცვალა.






















