
აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსისგან 1 736 ადამიანი გარდაიცვალა,- ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
აქამდე არსებულ მონაცემებს შორის, ეს ქვეყანაში სიკვდილიანობის ერთ დღეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ქვეყამაში კორონავირუსის 398,000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა 12 722-ს აღწევს, გამოჯანმრთელებული კი, 21 674 ადამიანია.






















