
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის 22 000 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ინფორმაციას ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების რიცხვი მთლიანობაში 1,180,288-ს აღწევს. მათ შორის გარდაცვალების 68,922 შემთხვევაა დადასტურებული.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 3 571 615 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 1 145 407 კი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 250 ათასს გადაცდა.






















