აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 000 გადააჭარბა.ამ დროისთვის ქვეყანაში 1.7 მილიონზე მეტი ინფიცირებულია.
worldometers-ის მონაცემების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ამერიკაში 465,673 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
აღსანიშნავია, რომ ამერიკა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენბობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მას მოჰყვება ბრაზილია (376,669), რუსეთი (362,342) და ესპანეთი (282,480).
26 მაისის მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ით 5,6 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, მათგან 348,768 გარდაიცვალა, ხოლო 2,393,800პაციენტი გამოჯანმრთელდა.
COVID19-ის გავრცელების სისწრაფე
ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 აპრილს 1 მილიონს გადააჭარბა. კიდევ ერთი მილიონის დაინფიცირებას კი მხოლოდ 13 დღე დასჭირდა და 15 აპრილს უკვე 2 მილიონი ინფიცირებული იყო.
2 აპრილს – 1 მილიონი
9 აპრილს – 1.5 მილიონი
15 აპრილს – 2 მილიონი
27 აპრილს – 3 მილიონი
10 მაისი – 4 მილიონი
20 მაისი -5 მილიონი























