22:23 | 2020-04-01 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

აშშ-ში კორონავირუსით 10-მდე საქართველოს მოქალაქეა ინფიცირებული

აშშ-ში კორონავირუსით 10-მდე საქართველოს მოქალაქეა ინფიცირებული

აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, შტატების მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 10-მდეა.

 

„ეს არის დაზუსტებული ინფორმაცია, რაც საკონსულოს აქვს. რამდენიმე ელოდება ტესტის პასუხს. დღეს საკონსულო აღრიცხვაზე სულ 10 ათასამდე მოქალაქეა, რაც რა თქმა უნდა, ახლოსაც არ არის რეალურ რიცხვთან.

 

ამიტომაც ჩვენ ინფორმაციას ღია წყაროებით ვაწვდით ჩვენს მოქალაქეებს“. – ამის შესახებ დავით ბაქრაძემ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისივე განმარტებით, ამერიკაში მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე საკონსულო აღრიცხვაზე არ დგას რაც კომუნიკაციის პრობლემას ქმნის.

 

ცნობისთვის, 1-ლი აპრილის მდგომარეობით საქართველოში 117 ინფიცირებულიაგამოჯანმრთელდა 23 პაციენტი.

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X