10:05 | 2020-04-23 ავტორი: სალომე ნეფარიძე

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 47 000-ს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 47 000-ს გადააჭარბა

აშშ-ში ბოლო დღე ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 2 792 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 47 045-ს მიაღწია. ამის შესახებ Reuters-ი 

 

სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში დაინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 20 000-ით გაიზარდა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 830 000-ს აჭარბებს.

 

მსოფლიოში კი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 2,6 მილიონს გადააჭარბა.

 

COVID 19-მა 183 424 ადამიანი იმსხვერპლა, ვირუსის დაძლევა კი 850 ათასზე მეტმა პაციენტმა შეძლო.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X