
ამერიკის შეერთებულ შტატებში, CoViD19-ის შემთხვევები რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 300 000-ს აჭარბებს.
ბოლო მონაცემებით, ამერიკაში კორონავირუსის 300,106 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსისგან 14,464 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა – 8,141.
აშშ-ში კორონავირუსის შესახებ, ბოლო 24 საათის სტატისტიკა სრულად არ არის ასახული, თუმცა ბოლო მონაცემებით, ერთ დღეში 22,945 ახალი შემთხვევა და 737 გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















