17:05 | 2020-03-29 ავტორი: Prime Time

აშშ-ში კორონავირუსს პირველი პატიმარი ემსხვერპლა

აშშ-ში კორონავირუსს პირველი პატიმარი ემსხვერპლა

აშშ-ში კორონავირუსს პირველი პატიმარი ემსხვერპლა. ფედერალური ბიუროს ცნობით, 49 წლის პატიმარს ქრონიკული დაავადებაც ჰქონდა.

 

ის სასჯელს ლუიზიანას შტატის ციხეში იხდიდა.

 

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

 

ამ დროის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 123,776 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 2,229 გარდაიცვალა, ხოლო 3,231 გამოჯანმრთელდა.

 

ავტორი: Prime Time

X