19:31 | 2020-06-17 ავტორი: ნინი ტაველიძე

აშშ-ში მოქალაქეები კონფედერალისტთა ძეგლების ნაცვლად ბრიტნი სპირსის ძეგლების დადგმას ითხოვენ

აშშ-ში მოქალაქეები კონფედერალისტთა ძეგლების ნაცვლად ბრიტნი სპირსის ძეგლების დადგმას ითხოვენ

აშშ-ში შეიქმნა პეტიცია, რომელიც ლუიზიანას შტატის გუბერნატორს, ჯონ ბელ ედვარდს მოუწოდებს, რომ კონფედერალისტთა ძეგლების ნაცვლად ბრიტნი სპირსის ძეგლები დაიდგას.

 

აშშ-ში მომიტინგეებმა მონათმფლობელის ბიუსტი მდინარე მისისიპიში გადააგდეს - ვიდეო
2020-06-14აშშ-ში მომიტინგეებმა მონათმფლობელის ბიუსტი მდინარე მისისიპიში გადააგდეს - ვიდეო

 

პეტიციის ავტორი კესი ტიბოდოა და მან უკვე 49 600-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვება მოახერხა.

 

 

პეტიციაში აღწერილია, თუ რატომ იმსახურებს ბრიტნი სპირსი ძეგლის დადგმას მთელ შტატში.

 

პირველ რიგში, იმიტომ, რომ ლუიზიანა მისი მშობლიური შტატია – ის ქალაქ კენტვუდში გაიზარდა.

 

„ბრიტნიმ არა მხოლოდ თავისი ნიჭი გვაჩვენა, არამედ დაგვიმტკიცა, რომ აქვს ძალა მენტალურ პრობლემებს გაუმკლავდეს და შემოქმედებით საქმიანობას კიდევ უფრო გაძლიერებული დაუბრუნდეს. ის მილიონობით ადამიანის შთაგონებაა“,- ვკითხულობთ პეტიციაში.

 

შეგახსენებთ, რომ პოლიციას ქმედებას შეწირული ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ მსოფლიოს მრავალ კუთხეში საპროტესტო აქციების ფარგლებში იმ ისტორიული ფიგურების ძეგლები ჩამოაგდეს ან მოხსნეს, რომლებიც სხვადასხვა ფორმით რასიზმში არიან დადანაშაულებულები.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X