01:28 | 2021-10-28 ავტორი: Prime Time

აშშ-ში მცხოვრები 47 წლის ქალი კორონავირუსით 335 დღის განმავლობაში იყო ინფიცირებული

აშშ-ში მცხოვრები 47 წლის ქალი კორონავირუსით 335 დღის განმავლობაში იყო ინფიცირებული

მერილენდის შტატში (აშშ) მცხოვრები 47 წლის ქალი კორონავირუსით 335 დღის განმავლობაში იყო ინფიცირებული.

 

აღსანიშნავია, რომ ეს COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე ხანგძლივი პერიოდია.

 

ინფორმაციას ამის შესახებ LiveScience-ი ავრცელებს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ქალი ყოფილი ონკოლოგიური პაციენტი იყო. ის COVID-19-ის დიაგნოზით აშშ-ის მერილენდის შტატში მდებარე ჯანდაცვის სახელმწიფო ინსტიტუტის კუთვნილ სამედიცინო დაწესებულებაში 2020 წლის გაზაფხულზე მოხვდა. ქალი დაავადების სიმპტომებს თითქმის 1 წელი ებრძოდა და ჟანგბადის მისაღებად სასუნთქ აპარატს საჭიროებდა.

 

როგორც გამოცემა წერს, მას კოვიდ ტესტირება თითქმის ყოველთვიურად უტარდებოდა. მისი ტესტის პასუხები დადებითი იყო, თუმცა ორგანიზმში ინფექციის დონე ნელ-ნელა მცირდებოდა. ამის მიუხედავად, 2021 წლის მარტში პაციენტის სხეულში ვირუსის კონცენტრაცია ისევ გაიზარდა. შედეგად, ქალი კოვიდს 335 დღის განმავლობაში ებძოდა.

 

მეცნიერების თქმით, ამის მიზეზი ლიმფომის სამკურნალოდ გამოყენებული თერაპიის შედეგად დაზიანებული იმუნურმა სისტემა იყო, რომელიც ინფექციას სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევდა.

 

როგორც ცნობილია, ქალი ამჟამად თავს უკეთესად გრძნობს. 2021 წლის აპრილიდან მოყოლებული, მისი კოვიდ ტესტების პასუხები უარყოფითია.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X