
„ომიკრონის“ პირველი შემთხვევა აშშ-ში – მედიის ინფორმაციით, ინფიცირებული სრულად ვაქცინირებულია, თუმცა მას ე.წ. ბუსტერ დოზა არ ჰქონია მიღებული.
ამერიკის შეერთებულ შტატების კორონავირუსის ახალი ვარიანტით ინფიცირების პირველი შემთხვევა გუშინ გამოვლინდა. „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევა კალიფორნიაში დადასტურდა.
როგორ უნდა ამოვიცნოთ კოვიდის ახალი შტამი და კარგავს თუ არა ძალას ვირუსი?
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩის ინფორმაციით, ინფიცირებული პირი ქვეყანაში სამხრეთ აფრიკიდან 22 ნოემბერს, იქამდე ჩავიდა, სანამ მოგზაურობასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები დაწესდებოდა. მას ინფექცია 29 ნოემბერს დაუდასტურდა.
ფაუჩის ცნობით, „ომიკრონით“ ინფიცირებული პირი კარანტინში იმყოფება, ახლო კონტაქტებს ტესტები ჩაუტარდათ და მათი შედეგი, ჯერჯერობით, უარყოფითია.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ამ ბმულზე
ეს დაგაინტერესებთ: EXCLUSIVE: თვითმფრინავიდან შავი კუბოები, რომ ჩამოჰქონდათ, ცუდად გავხდი“ – ინგუშეთში დახვრეტილი 8 ქართველის დღემდე მიჩქმალული ამბავი






















