18:19 | 2020-06-08 ავტორი: ნინი ტაველიძე

აშშ-ში საპროტესტო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ში საპროტესტო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს კორონავირუსი დაუდასტურდა

კანზასის შტატში საპროტესტო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ foxnews-ი ავრცელებს.

 

„უნდა გვესროლო?“ -  5 წლის ამერიკელი გოგონა პოლიციელს (ვიდეო)
2020-06-08„უნდა გვესროლო?“ - 5 წლის ამერიკელი გოგონა პოლიციელს (ვიდეო)

 

ქალაქ ლორენსის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ინფიცირებული საპროტესტო აქციას 31 მაისს, ქალაქ ლორენსში დაესწრო. მათ აქციის მონაწილეებს თვითიზოლაციისკენ მოუწოდეს.

 

„ყველას, ვინც ბოლო საპროტესტო აქციას დაესწრო თვითიზოლაციისკენ მოვუწოდებთ. დააკვირდნენ სიმპტომებს და თუ ცუდად გახდებიან შესაბამის ზომებს მიმართონ“.

 

აქციის მონაწილე სამედიცინო პირბადეს არ ატარებდა.

 

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც პოლიციამ ძალის გამოყენებით 46 წლის მამაკაცი, ჯორჯ ფლოდი დააკავა. ფლოიდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია.

 

კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X