
აშშ-ში, კალიფორნიაში, სან-დიეგოსთან მდებარე სანტის რაიონში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.
თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს დაეცა. კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რამაც ორი სახლი გაანადგურა.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე. კატასტროფის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.























