09:46 | 2021-12-30 ავტორი: Prime Time

ასპინძაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს – რა გახდა სავარაუდო შურისძიების მოტივი 

ასპინძაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს – რა გახდა სავარაუდო შურისძიების მოტივი 

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 46 წლის კაცი. მკვლელობა სავარაუდოდ შურისძიების ნიადაგზე მოხდა. ინციდენტს წინ ავტოსაგზაო შემთხვევა უძღოდა.

 

როგორც ადგილობრივები „კურიერთან” ჰყვებიან, მოკლული შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მანქანით გადაადგილებისას, მკვლელობაში დამნაშავის ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულმა კი მის საცხოვრებელ ადგილს მიაკვლია და შური იძია.

 

კაცს სასიკვდილო ჭრილობები გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიაყენეს. 46 წლის კაცი ადგილზე, სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

 

ავტორი: Prime Time

X