14:36 | 2021-03-26 ავტორი: Prime Time

AstraZeneca-მ ჩვენგან საგამოძიებო მასალების გადაცემა მოითხოვა – ადვოკატი

AstraZeneca-მ ჩვენგან საგამოძიებო მასალების გადაცემა მოითხოვა – ადვოკატი

AstraZeneca-მ ჩვენგან საგამოძიებო მასალების გადაცემა მოითხოვა,- ამის შესახებ მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ნინო ამღლობელმა განაცხადა.

 

„ჩვენ გვაქვს სიახლე, დღეს დილით მივიღეთ პასუხი, წინა დღეებში მიწერილი გვქონდა “ასტრაზენეკას” ბრიტანეთის ფილიალისთვის და დღეს მოგვწერა “ასტრაზენეკამ” და მოითხოვა ჩვენგან მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაციის გადაცემა ვაქცინაციამდე და სხვა საგამოძიებო მასალების გადაცემა. ისინი ამ ეტაპზე ითხოვენ სისხლის სამართლის მასალებს”, – განაცხადა ნინო ამაღლობელმა.

 

შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკა „იმედში“ მუშაობდა. მედდა სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა.

 

ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.

 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

ავტორი: Prime Time

X