
AstraZeneca-ს ანტისხეულების ახალმა პრეპარატმა არაჰოსპიტალიზებულ პაციენტებში კოვიდის მძიმე ფორმისა და ლეტალობის რისკი შეამცირა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პრეპარატმა, სახელწოდებით AZD7442, კორონავირუსის მძიმე ფორმის ან სიკვდილიანობის განვითარების რისკი 50%-ით შეამცირა იმ პაციენტებში, რომლებსაც სიმპტომები შვიდი ან ნაკლები დღის განმავლობაში ჰქონდათ.
„ანტისხეულების პრეპარატით ადრეულ ჩარევას მნიშვნელოვნად შეუძლია შეამციროს მძიმე დაავადების პროგრესირება, ამასთან, ის დაცვას ექვს თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფს“, – განაცხადა AstraZeneca-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა.
ასევე დაგაინტერესებთ:






















