14:55 | 2021-03-21 ავტორი: Prime Time

AstraZeneca-ს განცხადებით, მათი ვაქცინა ღორის ხორცისგან მიღებულ ინგრედიენტებს არ შეიცავს და ისლამურ კანონებს შეესაბამება

AstraZeneca-ს განცხადებით, მათი ვაქცინა ღორის ხორცისგან მიღებულ ინგრედიენტებს არ შეიცავს და ისლამურ კანონებს შეესაბამება

AstraZeneca-ს განცხადებით, მათი ვაქცინა ღორის ხორცისგან მიღებულ ინგრედიენტებს არ შეიცავს და ისლამურ კანონებს შეესაბამება.

 

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

 

ფარმაცევტულმა კომპანიამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ინდონეზიის მუსლიმთა უმაღლესმა სასულიერო საბჭომ, ინდონეზიის ულემას საბჭომ განაცხადა, რომ AstraZeneca ვაქცინის დასამზადებლად ტრიპსინს იყენებს,რომელიც ღორის პანკრეასისგან მიიღება.

 

ცნობისთვის, ინდონეზიამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება მას შემდეგ დაამტკიცა, რაც ევროპის წამლის სააგენტომ განაცხადა რომ ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდონეზიაში კორონავირუსის 1,455,788 შემთხვევა დაფიქსირდა.

ავტორი: Prime Time

X