
ახალი კვლევა დაიდო „ასტრაზენეკას“ ანტისხეულების ახალ პრეპარატზე (კოქტეილი). მისი გამოყენების შემდეგ, არა ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში დაავადების მძიმე ფორმის და სიკვდილიანობის რისკი შეამცირა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
ორი ანტისხეულის კომბინაციით შექმნილმა, წამალმა სახელწოდებით AZD7442, კორონავირუსის მძიმე ფორმის და სიკვდილიანობის განვითარების რისკი 50%-ით შეამცირა იმ პაციენტებში, რომლებსაც სიმპტომები 7 ან ნაკლები დღის განმავლობაში ჰქონდათ.
პრეპარატმა, სიმპტომების და სიკვდილიანობის რისკის შემცირების უკეთესი შედეგი აჩვენა იმ პაციენტებში, რომლებმაც დაიწყეს თერაპია საწყისი სიმპტომებიდან სულ რაღაც 5 დღის განმავლობაში.
„ასტრაზენეკამ“ გასულ კვირას აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს, AZD744-ის გადაუდებელი გამოყენებისთვის მიმართა.
კვლევა ჩატარდა 13 ქვეყანაში და მასში მონაწილეობა მიიღო 900-ზე მეტმა ადამიანმა. AZD7442 შეიცავს ლაბორატორიული წარმოების ანტისხეულებს.
ასევე დაგაინტერესებთ:






















