17:55 | 2021-12-06 ავტორი: Prime Time

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემქმნელი მოსახლეობას აფრთხილებს – რისთვის უნდა მოვემზადოთ, უახლოეს მომავალში

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემქმნელი მოსახლეობას აფრთხილებს – რისთვის უნდა მოვემზადოთ, უახლოეს მომავალში

Oxford-AstraZeneca ვაქცინის ერთ-ერთი მეცნიერი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ  შემდეგი პანდემია კიდევ უფრო მომაკვდინებელი იქნება, ვიდრე ახლანდელი. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

 

გამოცემის ცნობით, პროფესორი სარა გილბერტი, ოქსფორდის უნივერსიტეტის აკადემიკოსია, რომელიც აღიარებულია თავისი როლისთვის Covid-19-ის წინააღმდეგ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შემუშავებაში ერთ წელზე ნაკლებ დროში.

 

„ეს არ იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც ვირუსი საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სიცოცხლეს და ჩვენს საარსებო წყაროს,” – თქვა მან ლექციაზე ოქსფორდის უნივერსიტეტში, რომელიც BBC-მ ტელევიზიით გადასცა.

 

„სინამდვილეში, შემდეგი შეიძლება იყოს უარესი. ეს შეიძლება იყოს უფრო ინფექციური ან უფრო მომაკვდინებელი, ან ორივე ერთად“,- აღნიშნა მეცნიერმა.

 

რას ამბობს ექიმი, რომელმაც „ომიკრონის“ შტამი პირველმა აღმოაჩინა
2021-11-28რას ამბობს ექიმი, რომელმაც „ომიკრონის“ შტამი პირველმა აღმოაჩინა

 

მედიისთვის ადრე მიცემულ კომენტარებში, სარა გილბერტი ამტკიცებდა, რომ გლობალური პანდემია გვიჩვენებს გადაუდებელი დახმარებისთვის მომზადების მნიშვნელობასა და აუცილებლობას: „ჩვენი მიღწევები და მიღებული ცოდნა არ უნდა დაიკარგოს”.

 

მეცნიერმა კორონავირუსის ახალი, „ომიკრონის“ ვარიანტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მუტაციები გაზრდის ტრანსმისიას, ხოლო ვაქცინებისგან ან ბუნებრივად მიღებული იმუნიტეტი შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს ამ ვარიანტის წინააღმდეგ.

 

ამ დროისთვის მსოფლიოში დელტას ვარიანტი ვირუსის ყველაზე დომინანტურ ფორმად რჩება.

 

Covid-19-მა მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის თითქმის 800 000 შეერთებულ შტატებში.

 

Oxford-AstraZeneca ვაქცინა დიდმა ბრიტანეთმა 2020 წლის დეკემბერში დაამტკიცა. ამ დროისთვის ვაქცინა 50-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება.

 

აქვე ნახეთ: ავტობუსის მდინარეში გადავარდნის შედეგად ოცზე მეტი ადამიანი დაიღუპა – ტრაგედია კენიაში

 

ავტორი: Prime Time

X