00:32 | 2021-05-19 ავტორი: Prime Time

ასტროლოგები ზოდიაქოს 3 ნიშანზე საუბრობენ, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელით

ასტროლოგები ზოდიაქოს 3 ნიშანზე საუბრობენ, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელით

იუპიტერს ასტროლოგიშია დიდი ბედნიერების, სიკეთის პლანეტას ეძახიან. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ იუპიტერს მხოლოდ ბედნიერება მოაქვს. იგი დაახლოებით ერთი წელი ჩერდება თითოეულ ნიშანში. 2021 წლის 14 მაისს ის თავის სახლს – თევზებს ესტუმრა.

 

 

ცოტა ხანი გაჩერდება და მერე რეტროგრადული სვლით ისევ მერწყულში დაბრუნდება, სადაც ახლა დგას და უკვე წლის ბოლოს დიდი ხნით დაბრუნდება თევზებში.

 

 

თევზებში იუპიტერი ნეტუნის მასპინძლობაში (იუპიტერი და ნეპტუნი თევზები თანამმართველები არიან) იქნება. იუპიტერი სოციალური პლანეტაა და მისი გავლენაც ძირითადად სოციალურ საკითხებზე მოხდება. თევზები არის ყველაფერი დაფარულის, საიდუმლოს, მისტიკურის ნიშანი, ზოგ შემთხვევაში კი ჯაშუშებისაც. ნუ გაგვიკვირდება, თუ იუპიტერის თევზებში სტუმრობა მოგვიტანს ძალაუფლებისთვის ფარულ ბრძოლის მაგალითებს. შეიძლება ზოგ ქვეყანაში გაძლიერდეს ჯაშუშური თემები; შეიძლება გამოვლინდეს რაღაც ფარული საქმიანობა სოციალურ თემებში.

 

 

 

ნეტუნის გვერდით იუპიტერი თევზებში თავს ბუნებრივად, ლაღად გრძნობს და შეიძლება თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინოს. გამორიცხული არაა, რომ მოიხსნას შეზღუდვები მოგზაურობაზე, გაიხსნას საზღვრები, გამოჩნდება მოგზაურობის, თვალსაწიერის გაფართოების, უცხოელებთან და საზღვარგარეთ საქმიანობის სურვილი. ამის თქმის უფლებას გვაძლევს ის მომენტი, რომ იუპიტერი, ყველაფერი დანარჩენთან ერთად, ყველაფერი უცხოურის, საზღვარგარეთის სიმბოლოა. აი, ვვარაუდობთ, რომ მოგზაურობაზე სრულად შეზღუდვები მოიხსენება 2023 წლის მარტში, როცა აკრძალვებისა და შეზღუდვების პლანეტა სატურნი დატოვებს მერწყულის ნიშანს.

მოვლენებს ცოტათი წინ გავუსწრებთ და აქვე გეტყვით, იუპიტერის თევზებში გადასვლა ვის მოუტანს განსაკუთრებულ სიკეთეს.

 

 

რა თქმა უნდა, პირველ რიგში წყლის ნიშნებს: თევზებს, კირჩხიბებსა და მორიელებს. პოზიტიურ ცვლილებებს იგრძნობთ ყველა, მაგრამ განსაკუთრებით გაუმართლებთ თევზებს.

 

 

 

კიდევ ერთი გამორჩეული მინიშნება, როცა თევზებში იუპიტერი გადავა: თევზები არის მისტიკის, საიდუმლოებების, რწმენის, სულიერების, ეზოთერიკის ნიშანი. გამორიცხული არაა, ამ ტრანზიტის დროს გამოჩნდნენ უფრო მეტი სულიერი ლიდერები, გურუები, გამოჩნდნენ ახალი საიდუმლო საზოგადოებები. ადამიანებს მოუნდეთ რწმენაში განმტკიცება, რელიგიასთან მიახლოება. შეიძლება მეტად მოუნდეთ საკუთარ თავში, საკუთარ შინაგან სამყაროში ჩაღრმავება, გარკვევა. ადამიანები იდეალების ძიებაში იქნებიან.

 

თევზები არის საიდუმლოებების, იზოლაციის, საავადმყოფოების, საპყრობილეების თემა. ამიტომ, გამორიცხული არაა, იუპიტერის თევზებში ყოფნის დროს აშენდეს ახალი საავადმყოფოები, ციხეები, იზოლაციის დაწესებულებები.

ავტორი: Prime Time

X