02:07 | 2020-05-08 ავტორი: Prime Time

ათასობით მოზარდმა მართვის მოწმობა პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე მიიღო (აშშ)

ათასობით მოზარდმა მართვის მოწმობა პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე მიიღო (აშშ)

ათასობით მოზარდმა მართვის მოწმობა პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე მიიღო. ფაქტი აშშ-ის შტატ ჯორჯიაში მოხდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 

რადგან დაწესებული შეზღუდვების გამო, პრაქტიკულ გამოცდას ათასობით ადამიანი ვერ აბარებდა, შტატის ხელმძღვანელობამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემა ამით მოაგვარა.

 

მსგავსი მეთოდის გამოყენებას სხვა შტატშიც აპირებენ, სადაც გამოცდის ჩაბარებას 16 ათასზე მეტი ადამიანი ელოდება.

მართვის მოწმობა

თუმცა ორივე შტატში მძღოლები გამოცდის გარეშე მოწმობის მისაღებად გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ.

 

ნახეთ, რა შეღავათით სარგებლობენ სტუდენტები საქართველოში მართვის მოწმობის გამოცდაზე

ავტორი: Prime Time

X