15:00 | 2021-06-05 ავტორი: Prime Time

აჭარაბეთი Red Bull Car Park Drift Georgia 2021-ის პარტნიორია

აჭარაბეთი Red Bull Car Park Drift Georgia 2021-ის პარტნიორია

„აჭარაბეთი”,როგორც სპორტის მხარდამჭერი კომპანია, Red Bull Car Park Drift -ის საქართველოს შესარჩევის პატნიორი გახდა. დრიფტის ჩემპიონატი, 6 ივნისს 15:00 საათზე, საქართველოში  მესამედ ჩატარდება.

 

საქართველოს შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული  „დრიფტის მეფის” ტიტულს მიიღებს და 2021 წელს ჩემპიონატის მსოფლიო ფინალში გაემგზავრება.

 

Red Bull Car Park Drift -ის მონაწილეებს საკუთარი უნარებისა და მართვის ტექნიკის გამოსავლენად სხვადასხვა დავალების შესრულება უწევთ. მათთვის წინასწარ ცნობილია ელემენტები, თუმცა ტრეკის მონახაზი შეჯიბრების დღემდე უცნობი რჩება.

ავტორი: Prime Time

X