11:52 | 2020-11-28 ავტორი: ალექსი ქამადაძე

აჭარას გაზი არ მიეწოდება – რას ამბობენ „სოკარ ჯორჯიაში“

აჭარას გაზი არ მიეწოდება – რას ამბობენ „სოკარ ჯორჯიაში“

მაგისტრალური გაზსადენის დაზიანების გამო აჭარასა და გურიაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვეტილია.

 

როგორც „სოკარ-ჯორჯიაში“ „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებენ, რადგან ეს ეხება გაზის ტრანსპორტირების კომპანიას და დეტალები მათთვის ჯერჯერობით უცნობია.

 

„შეგვიძლია გითხრათ, რომ დაზიანებულია გარკვეული მონაკვეთი, ამის გამო აჭარა-გურიას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. გაზის ტრანსპორტირების კომპანია არკვევს დაზიანების მიზეზებს და თუ რა მონაკვეთია დაზიანებული. ველოდებით ავარიის მიზეზების დადგენას, ამდენად ვერ გეტყვით ამ ეტაპზე როდის აღდგება გაზის მიწოდება“, – აცხადებენ „სოკარ ჯორჯიაში“.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X