
უკვე მეექვსე დღეა აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, კლინიკა „მედალფაში“ მყოფ პაციენტებს შორის კი გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა.
დღეს კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით პაციენტებმა კლინიკა უკვე დატოვეს.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში17 პაციენტი რჩება.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები:
ავტორი:მარიამ ხითარიშვილი






















