18:11 | 2020-05-04 ავტორი: Prime Time

აჭარაში კიდევ ორი პაციენტი განიკურნა კორონავირუსისგან

აჭარაში კიდევ ორი პაციენტი განიკურნა კორონავირუსისგან

აჭარაში კლინიკა „მედალფაში“ კოვიდ-19-ისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა, პაციენტებმა კლინიკა უკვე დატოვეს და გაეწერნენ.

 

რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არც დღეს დაფიქსირებულა.

 

არსებული ინფორმაციით გასული დღე-ღამის განმავლობაში 200-მდე მოქალაქეს აუღეს ანალიზი და ყველა მათგანი კორონავირუსიზე უარყოფითია.

 

საერთო ჯამში აჭარაში 4900-ზე მეტი პირია გამოკვლეული.

 

ბოლო მონაცემებით: საქართველოში კორონავირუსის 593 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

ჯამში, კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.

 

მათ შორის, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 223-ია

 

კარანტინის რეჟიმში – 5260

 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

 

ავტორი: Prime Time

X