
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ვირუსი საზოგადოების ყველა ფენაში გავრცელდა.
როგორც იგი ამბობს, დღეს დადასტურებული შემთხვევები უკვე შიდა გავრცელებაა.
“დადასტურდა 108 ახალი შემთხვევა. ჰოსპიტალებში არის 238 პაციენტი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი. საკარანტინე კოვიდსივრცეში 97 უსინპტომო პირი. კლასტერული ხედვა აღარ არას, იმიტომ, რომ არის გავრცელება საზოგადოების ყველა ფენაში. ექიმებიც, პოლიციელებიც, შესაძლოა თქვენც. ყველა ფენაშია.
განათლენის სამინისტრომ გააკეთა აქტივობა, ყველა ის პირი და მათ შორის პედაგოგები, ვინც სასწავლო პროცესებთანაა დაკავშირებული, ვისაც აქვს მოგზაყრობის ისტორიია ზღვისპირეთში, ექვემდებარებიან.სავალდებულო ტესტირებას, რათა სკოლაში ბავშვებისთვის იყოს უსაფრთხო გარემო. ჯერჯერობით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ეს ახალი 108 შემთხვევა არის შიდაგავრცელება. ზოგის წყარო ნაცნობია, ზოგი უცნობი. საზოგადოების ყველა ფენას შეგვეხო. მოიაზრება ჰოსპიტალური ქსელის გაფართოება. ქობულეთში დაემატა ერთი კლინიკა“,- განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე























