11:26 | 2020-09-21 ავტორი: Prime Time

აჭარაში კლების ტენდენცია დაიწყო! – კორონავირუსის ბოლო მონაცემები რეგიონიდან

აჭარაში კლების ტენდენცია დაიწყო! – კორონავირუსის ბოლო მონაცემები რეგიონიდან

1 მლნ მოსახლეზე გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებლით საქართველო კვლავ მწვანე ზონაში რჩება. ]

 

ამის შესახებ განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გააკეთა.

 

მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით ცხელ წერტილად რჩება აჭარის რეგიონი, თუმცა ბოლო დღეებში იქ კლების ტენდენცია დაიწყო.

 

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 92 შემთხვევა გამოვლინდა.

 

„დასავლეთში, აჭარაში გადასროლილია ძალიან დიდი ძალები, მიდის გააქტიურებული მუშაობა და რაღაც ტიპის შედეგი სახელზეა – აჭარაში ფიქსირდება კლების ტენდენცია, თუმცა საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო არსებული წესების დაცვისკენ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ პირბადეები და ხშირად დავიბანოთ ხელები“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

 

ცნობისთვის: დღეს ქვეყნის მასშტაბით კრონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 40 და გარდაიცვალა 1 პაციენტი.

 

ნახეთ, ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი. 

 

ავტორი: Prime Time

X