10:54 | 2020-04-30 ავტორი: Prime Time

აჭარაში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

ქობულეთში კორონავირუსის ერთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი 60 წლის ქალს დაუდასტურდა.  ქალი კლინიკა მედალფაში გადაიყვანეს.

 

24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 250 -დე პირი შემოწმდა  და აქედან მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ამჟამად აჭარაში 36 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 35 ქობულრთის კლასტერიდანაა.

 

ამ დროსთვის საქართველოში კორონავირუსი539 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 178-ს შეადგენს.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 6.

 

  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5247 ადამიანი

 

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 532 ადამიანი

 

  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3
ავტორი: Prime Time

X