
აჭარაში შიდაგავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
დაინფიცირებული 60 წლამდე ასაკის ქალია, რომლის პირველწყარო ცნობილი არ არის და ამჟამად მიმდინარეობს მისი კონტაქტების კვლევა. ამის შესახებ აჭარაში, შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადეს.
„დაინფიცირებული ბათუმში მაცხოვრებელია, რომელსაც არ ჰქონდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მას აღენიშნებოდა მუცლის ტკივილი და დიარეა.
გაეწია პირველადი დახმარება და ეჭვის მიტანის შემდეგ დიაგნოსტიკისთვის მედალფაში გადაიყვანეს.
პირველადი ინფორმაციით ეს ქალბატონი აქტიური არ იყო. სანამ შედეგები არ გვექნება, პროგნოზის გაკეთება რთულია“,- განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
- გამოჯანმრთელებულია 39 ადამიანი
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















