19:27 | 2020-05-07 ავტორი: Prime Time

აჭარაში კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარაში კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარაში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმის კლინიკა „მედ ალფაში“ რჩება 15 ინფიცირებული.

 

ამ დრომდე ჩატარებული კვლევებიდან 30 პირის პასუხი კოვიდ-19-ზე უარყოფითია.

 

ბოლო მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსი 40-მა ადამიანმა დაამარცხა.

 

7 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 615-მდე გაიზარდა.

 

მათ შორის 9 პაციენტი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში – 5002, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 485 მოქალაქე იმყოფება.

 

რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა 3-ს შეადგენს.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მარიამ ხითარიშვილი

ავტორი: Prime Time

X