23:19 | 2020-04-16 ავტორი: Prime Time

აჭარაში კორონავირუსით ხუთი მედიცინის მუშაკი დაინფიცირდა

აჭარაში კორონავირუსით ხუთი მედიცინის მუშაკი დაინფიცირდა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ  აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით,  მათ შორის 5 მედიცინის მუშაკია, ორი კი ე.წ ქობულეთის კლასტერიდან.

 

„ისინი დიდი ხანია იმყოფებიან იზოლაციაში, არ დავასახელებ და დავაკონკრეტებ. ამ ადამიანების უკან დგანან მათი ოჯახები და ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი სტრესი.ყ ველა ინფიცირებული გადაყვანილია კლინიკა „მედალფაში” – აცხადებს ზაალ მიქელაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X