
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში ამ ზაფხულს ნამყოფი 2 200 მასწავლებლიდან ტესტირება 808-ს ჩაუტარდა.
ტესტირებული მასწავლებლებიდან, კორონავირუსის ექვსს დადასტურდა.
მასწავლებლების ტესტირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქუთაისის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
დღეს, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 165 შემთხვევა დაფიქსირდა.






















