
აჭარაში კლინიკა „მედალფაში“ პაციენტს, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა ინსულტი განუვითარდა. ამის შესახებ „მედალფას“ კლინიკურმა მენეჯერმა ლევან ანთაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში კლინიკაში სამი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელდოებიან.
„4 პაციენტი რჩება, აქედან სამის გამოჯანმრთელებას უახლოეს პერიოდში ველოდებით. რაც შეეხება მეოთხეს, მას კორონავირუსი აღარ აქვს, თუმცა განუვითარდა ინსულტი და ესაჭიროება სხვა კლინიკაში, ან სახლში მეთვალყურეობის ქვეშ გადაყვანა.
აღნიშნული პაციენტი საქართველო-ამერიკის მოქალაქეა, რომელიც ერთ თვეზე მეტი მართვით სუნთქვაზე იყო“, – განაცხადა ლევან ანთაძემ.






















