18:19 | 2020-05-12 ავტორი: Prime Time

აჭარაში საავადმყოფო კორონავირუსისგან განკურნებულმა კიდევ შვიდმა პაციენტმა დატოვა

აჭარაში საავადმყოფო კორონავირუსისგან განკურნებულმა კიდევ შვიდმა პაციენტმა დატოვა

აჭარის რეგიონში კიდევ 7კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა. როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა გამოჯანმრთელებულებმა კლინიკა „მედ ალფა“ უკვე დატოვეს.

 

ამჟამად კლინიკაში რჩება 4 პაციენტი. აქედან სამის მდგომარეობა მსუბუქი, საშუალო სიმძიმისაა.

 

ერთი პაციენტი კვლავ სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია.

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 639 შემთხვევაა დაფიქსირებული, უკვე გამოჯანმრთელდა 349.

 

 

ბოლო მონაცემებით: 

 

გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 11.

 

  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 4769 ადამიანი

 

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414 ადამიანი

 

  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3

 

ავტორი: მარიამ ხითარიშვილი

 

ავტორი: Prime Time

X