
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ბათუმში ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, შეკიდული ჭერის ნაწილის ჩამოვარდნის შესახებ განმარტებას აკეთებს.
როგორც მინისტრი ამბობს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ჩამონგრევის მიზეზს კი შეისწავლიან.
„მოგეხსენებათ გუშინ, საღამოს საათებში, ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ერთ-ერთ პალატაში მსუბუქი თაბაშირ-მუყაოსაგან დამზადებული შეკიდული ჭერის ნაწილი ჩამოვარდა. არავინ დაშავებულა, ყველა ბავშვი გადაყვანილია გვერდით პალატაში, უსაფრთხოდ. სულ ოთხი ბავშვი იყო პალატაში.
მობილიზებულია საინჟინრო ჯგუფი და მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების შესწავლა, თუმცა რაიმე სერიოზულ მიზეზს ადგილი არ ჰქონია, დღევანდელი ინფორმაციით“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
ცნობისთვის, გვიან ღამით იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა კლინიკაში ჭერი ჩამოინგრა. ჭერზე მიმაგრებული თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციის ჩამონგრევისას პალატაში რამდენიმე მცირეწლოვანი დედებთან ერთად იმყოფებოდა.
ასევე დაგაინტერესებთ:























